Geo Enterprise LLC

ჯეო ენტერპრაიზ

ფეროშენადნობების, თუჯის და ფოლადის ნაკეთობების წარმოება

შპსჯეოენტერპრაიზ საქმიანობას ეწევა 2011 წლიდან. კომპანია აწარმოებს ფეროშენადნობებს, ფოლადისა და თუჯის სხმულებს. პროდუქციის უმეტესი წილი გადის ექსპორტზე. კომპანია ყოველწლიურად აწარმოებს დაახლოებით 3 000 ტონამდე პროდუქციას და აგზავნის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენი პროდუქციის მომხმარებლების შეფასებები და ბიზნეს პარტნიორებთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციიის ხარისხი ყოველთვის შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში, ასევე მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში, მათ შორის სოციალური პროექტების დაფინანსების სახითაც.

კომპანიას სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაციებისა და სარეიტინგო სამსახურებისგან მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რაც ჩვენი კომპანიის საიმედო და სანდო ბიზნეს პარტნიორის სახელის უდავო დასტურია.

Previous slide
Next slide

ჯეო ენტერპრაიზის საამქროებში განთავსებული ინდუქციური და ელექტრორკალური ღუმელები, ასევე თანმხლები საჩამოსხმო აღჭურვილობა და მანქანა-დანადგარები საშუალებას იძლევა დავამზადოთ მაღალი ხარისხის სხმულები ფოლადისა და თუჯისაგან, მათ შორის ვაკუუმური ჩამოსხმის ტექნოლოგიით. ამ უკანასკნელისათვის პოლისტიროლის და ხის ფორმების დამზადება ხორციელდება ჩვენს ერთ-ერთ საამქროში განთავსებულ 4 განზომილებიან CNC Router-ზე. აქვე აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დანადგარების მეშვეობით ვაწარმოებთ ალუმინისა და სხვადასხვა ლითონების ფხვნილებს.

ფეროშენადნობთა წარმოების მიმართულებით, სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის ალუმინოთერმიის გამოყენებით ვაწარმოებთ შემდეგ პროდუქციას:

  • ფეროტიტანი
  • ფეროსილიკომანგანუმი
  • დაბალნახშირბადიანი ფეროხრომი
  • ფეროვანადიუმი
პარტნიორები